გეგმა და რეფლექსია



 კლუბის „სახალისო ქიმია“ გეგმა
24.09.2019 წ. – 09.06.2020 წ.

მასწავლებელი:  ჟანა შარვაძე
საგანი:  ქიმია
სწავლების საფეხური: საბაზო,საშუალო
კლასი: VIII, IX, X, კლასები
მოსწავლის რაოდენობა:   9 მოსწავლე,  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
კლუბის  აქტუალობა/ მნიშვნელობა: მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება,   საგნისადმი ინტერესის გაღვივება, მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობა და სოციალური უნარ-ჩვევები. ამავდროულად მოსწავლეები შეძლებენ შეხვედრებზე მიღებული ცოდნის საგაკვეთილო პროცესში გამოყენებას.
საგანთა შორის კავშირი: ქიმია-ბუნებიმეტყველება
წინარე ცოდნა:   მოსწავლეებმა იციან ქიმიური ელემენტების რაოდენობა, მათი სიმბოლოები, რომლის მეშვეობითაც შეადგენენ ფორმულებს, ნაერთთა  კლასს და ასრულებენ სავარჯიშოებს,  შეუძლიათ მარტივი ამოცანების ამოხსნა, იციან ოქსიდები, მჟავეები, ტუტეები/ფუძეები, და მარილები შეუძლიათ მათი მარტივი გარდაქმნების სქემების შექმნა.
 კლუბის მიზანი:   
  კლუბის მიზანია მოსწავლეთა საკლუბო მუშაობაში აქტიური ჩართვა, მათი ცნობიერების ამაღლება ქიმიის მიმართ, თანამშრომლობითი, აქტიური უნარ–ჩვევების, კომუნიკაციის, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების,  მასალის დანაწევრებისა და გააზრების, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების, მნიშვნელოვანისა და მეორე ხარისხოვანის გამოყოფის,   მეტაკოგნიტური უნარების ჩამოყალიბება. მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო საგნებით, კერძოდ ქიმიით. ცოდნის გაღრმავება და ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარების უნარის გამომუშავება, სასწავლო გეგმის წარმატებულად განხორციელება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათი მსოფმხედველობის გაფართოებასა და საგნის უფრო ხალისით სწავლის სურვილს.
 მოსალოდნელი შედეგები:  ყველა შემოთავაზებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს  ქიმიის  საგნით მოსწავლეების დაინტერესებას და ჩართულობას. მათ ასევე უყალიბდებათ არა-ვერბალური (აუდიო-ვიზუალური) კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარი. მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და პრეზენტაციის წარდგენის უნარ-ჩვევები.
  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
VIII კლასი
ქიმ.საბ.1. მოსწავლეს შეუძლიათ ნივთიერებათა კლასიფკაცია მათი შედგენილობის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიხედვით;
ქიმ.საბ.2. მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების დაკავშირება მათი მოლეკულების შედგენილობაში შემავალი ატომების ელექტრონულ აღნაგობასთან და ქიმიური ბმის ხასიათთან ;

ქიმ.საბ.8.მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

IX კლასი
ქიმ.საბ.9.  მოსწავლეებს შეუძლიათ მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა .

ქიმ.საბ.11. მოსწავლეებს შეუძლიათ კვლევის ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.

ქიმ.საბ.14. მოსწავლეს შეუძლია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება .

X კლასი

      ქიმ.X.7. მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებები დაუკავშიროს ატომის ელექტრონულ აგებულებას და ქიმიურ ხასიათს.
       ქიმ.X.9. მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის საფუძველზე.
       ქიმ.X.12. მოსწავლეს შეუძლი ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
 

თარიღი
შეხვედრის დრო
სამუშაო პროგრამა
(თემების დასახელება)
ხანგრძლივობა
რესურსები
პასუხისმგებელი პირი
1
24.09.2019 წ.
15:00
1.      კლუბის მუშაობის მიზნის, შედეგის გაცნობა.
2.      კლუბის წევრების სიის შედგენა.
3.      კლუბის სახელწოდების, ლოგოსა და  დევიზის შერჩევა.
4.      კლუბის მუშაობისთვის  წიგნების შერჩევა.
5.      კლუბის ლიდერი  მოსწავლის არჩევა.
6.      ქცევის წესების შედგენა.
1 სთ
ფურცელი / კალამი / კომპიუტერი /
წიგნები: ქიმია: „მოვემზადოთ საადესტატო გამოცდებისთვის“, არაორგანული ქიმია.


კლუბის ხელმძღვანელი
2
08.10.2019 წ.
15:00
თემა: ,,ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები“
1.      ახალი მასალის ახსნა.
2.      პრაქტიკული სავარჯიშო


,,ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები“
1. პრაქტიკული სავარჯიშო

1 სთ
წიგნი: - ქიმია / ფურცელი / კალამი / ფერადი ფურცლები / დაფა / ცარცი / ტექსტი
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
3
22.10.2019 წ.
15:00
თემა: ,,ატომი. პერიოდული სისტემა.
1.      ტექსტი
2.      პრაქტიკული სამუშაო


1.      ძირითადი ცნებების ჩამოყალიბება ;
1სთ
კომპიუტერი / კალამი /  რვეული / დაფა / ცარცი / ტექსტი
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
4
05.11.2019 წ.
15:00
თემა:  ,,სახალისო ცდის ჩატარება“

1.      სახალისო ამოცანების ამოხსნა.
ახალი მასალის მიწოდება:
1.      პრაქტიკული სავარჯიშო
გარდაქმნების რეაქციის ტოლობების გაკეთება.
1 სთ
წიგნი  /  ფურცელი / კალამი / კომპიუტერი /
ფერადი  მარკერები
ცდისთვის საჭირო აღჭურვილობა.
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
5
19.11.2019 წ.
15:00
თემა:,,ნაერთა კლასი“

1.      პრაქტიკული სავარჯიშო
საშინაო დავალების მიცემა:
2.მეტალისა და არამეტალების ოქსიდების ფორმულების დაწერა.
1 სთ
კომპიუტერი / პროექტორი / კალამი /  რვეული /
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
6
03.12.2019 წ.
15:00
,,ცდა ფერადი ქიმია“ - ყურება ინტერნეტში
წინარე ცოდნის განმტკიცება:
1.      კითხვები  მასალიდან.
45 წთ

კლუბის ხელმძღვანელი
7
17.12.2019წ.
15:00
თემა: ,,არამეტალები და მეტალები“
1.      პრაქტიკული სავარჯიშო
2.      მათი თვისებების განსაზღვრა.
პირველი სემესტრის შეჯამება
3.      ტესტური დავალება.


1 სთ
წიგნი: არაორგანული ქიმია / ცარცი / დაფა/ კომპიუტერი / კალამი /  რვეული / ფერადი მარკერები
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
8
21.01.2020 წ.
15:00
თემა: რა მნიშვნელობა აქვთ ელემენტებს ჩვენს სამყაროში
წინარე ცოდნის განმტკიცება მინი-ლექცია
1.      ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება
2.      კითხვა-პასუხი

პრაქტიკული სავარჯიშო
1 სთ
წიგნი: არაორგანული ქიმია / კომპიუტერი / კალამი /  რვეული / ქსეროქსები /
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
9
04.02.2020 წ.
15:00
თემა :ჩვენს გარშემო მყოფი მოლეკულები

1.      მინი ლექცია
2.      პრაქტიკული სავარჯიშო
3.      ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში.
1 სთ
კომპიუტერი / კალამი /  რვეული
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
10
18.02.2020 წ.
15:00
თემა: ,,სიცოცხლის მოლეკულები“

1.      პრაქტიკული სამუშაო
ახალი მასალის მიწოდება :



1სთ.
წიგნი: ქიმია / კომპიუტერი / კალამი /  რვეული/ თვალსაჩინოებები
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
11
17.03.2020 წ.
15:00
ცდა; ,,ვერცხლის სარკის რეაქცია“(ინტერნეტში ყურება)
1.      პრაქტიკული სამუშაოები
ახალი მასალის მიწოდება:
ყველაზე კარგი  ელექტროგამტარი ნაერთები

1სთ.
წიგნი: ქიმია / კომპიუტერი / კალამი /  რვეული /

კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
12
07.04.2020 წ.
15:00

თემა:პრაქტიკული მუშაობა ,,მინი ცდა“

საშინაო დავალების შემოწმება:
1.      პრაქტიკული სამუშაო
1სთ.
სინჯარა,/კოლბა,/ბუშტები,/კომპიუტერი / კალამი /  რვეული
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
13
05.05.2020 წ.
15:00
თემა:  ოქსიდები, მჟავეები, ტუტეები/ფუძეები, მარილები. მიღების ხერხები.
1.      პრაქტიკული სავარჯიშო ები
ახალი მასალის მიწოდება:
თემა: ოქსიდები, მჟავეები, ტუტეები/ფუძეები, მარილები. მიღების ხერხები.


1სთ.
წიგნი: ნაერთთა კლასი ,ქიმია / კომპიუტერი / კალამი /  რვეული /  ცარცი /  დაფა/
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
14
18.05.2020წ.
15:00
,,სახალისო ამოცანები“
1.      პრაქტიკული სავარჯიშო ები


1სთ.
წიგნი / ამოცანათა კრებული / კალამი / ფერადი ფურცლები / კომპიუტერი /
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
15
09.06.2020წ.
15:00
შემაჯამებელი მუშაობა
1.      წინარე ცოდნის გახსენება.
2.      ამოცანების ამოხსნა.
3.      რეაქციის ტოლობების გარდაქმნების დაწერა.
4.      ტესტური დავალებები.
5.      კურატორი პედაგოგის შეფასება, მოსწავლეეთა თვით შეფასება.
1სთ.
1.      წიგნი. ტესტების კრებული, ფურცლები, კალამი, დაფა, ცარცი, შეფასების კითხვარი

კლუბის ხელმძღვანელი



კლუბის რეფლექსია

         კლუბი ”სახალისო ქიმია“ ჩამოყალიბდა სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით. კლუბის აქტუალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს განუვითარო სხვადასხვა სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება,  ცდების ჩატარება და  დავალებების შესრულება.
         კლუბის მიზანია მოსწავლეთა საკლუბო მუშაობაში აქტიური ჩართვა, მათი ცნობიერების ამაღლება ქიმიის მიმართ, თანამშრომლობითი, აქტიური უნარ–ჩვევების, კომუნიკაციის, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების,  მასალის დანაწევრებისა და გააზრების უნარ-ჩვევები. სწავლის პროცესში ბავშვები  შეასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოებს (კლუბის მიერ შემუშავებული პროგრამით გათვალისწინებული სავარჯიშოები,  პრეზენტაციები). ამ მიზნით განხორციელებული აქტივობების (თემები: ,,ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები“, ,,ატომი. პერიოდული სისტემა. პერიოდულობის კანონი, ელექტროუარყოფითობა“, ,ნაერთა კლასი“) ანალიზისას ვფიქრობ, რომ მიზანს მივაღწიე. გეგმის შესაბამისად  წარვმართე მუშაობა. ზემოთ აღნიშნულმა აქტივობებმა ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე.
         საკლუბო მუშაობის დროს გამოიკვეთა აქტიური მოსწავლეები, რომლებიც ხალისით და მონდომებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ დავალებებს. მათ განსაკუთრებით მოსწონდათ კლუბის ცხოვრებაში ჩართულობა. ისინი თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ აზრებს, რომელიც მათ უფრო დამოუკიდებელსა და თავდაჯერებულს ხდიდა.  რაც შეეხება შედეგს:  შეთავაზებული გაკვეთილებით ჩამოუყალიბდათ არა-ვერბალური (აუდიო-ვიზუალური) კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.  
         საკლუბო მუშაობის ანალიზისას რა თქმა უნდა გამოიკვეთა პრობლემებიც, რომელსაც ვთვლი ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად. მაგ: კლუბში იყვნენ  ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც  ნაკლებად  აქტიურობდნენ, ჯერ კიდევ არ იყვნენ გახსნილები. იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები არ აქტიურობდნენ საკლუბო მუშაობის პროცესში და მიხდებოდა უფრო მეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ გამეყვანა დაგეგმილი აქტივობის შედეგზე. მომავალში ჩემი მიზანია ასეთი მოსწავლეების მეტი წახალისება, მაგალითად „ლიდერის ფუნქციის“ დაკისრება, რაც გაუღვიძებს შინაგან მოტივაციას.
      კლუბში ქცევის წესები მაქსიმალურად იყო დაცული. ვფიქრობ, საკლუბო  ატმოსფერო იყო ჯანსაღი და მოსწავლეები იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას. კლუბის თემების სპეციფიკიდან გამომდინარე გამოყენებული რესურსები ადეკვატურად იყო წარმოდგენილი. საკლუბო მუშაობის დრო არ იხარჯებოდა ფუჭად.
       საკლუბო მუშაობამ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას  შეუწყო ხელი.  რაც შეეხება კლუბის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის იყო დროული და ხელმისაწვდომი,  მუშაობა მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე შერჩეულ თემებზე, რომელმაც საკმაოდ გაუღრმავა ცოდნა მოსწავლეებს ქიმიაში. მუშაობა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. რაც შეეხება საკლუბო გარემოს, იყო საკმაოდ უსაფრთხო და დაცული.
       საკლუბო მუშაობამ მომცა მეტი გამბედაობა და გამოცდილება, რათა  უკეთ წარვმართო პედაგოგიური საქმიანობა, არ შევუშინდე დაბრკოლებებსა და ინტენსიურად ვეძიო მათი დაძლევის გზები.  კიდევ,   დამაფიქრა იმ საკითხზე, რომ ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებითვისა და ასევე, მოსწავლეთა მაქსიმალური  ჩართულობა-მოტივაციის გაზრდისათვის, საჭიროა, სწავლების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება-გამოყენება, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ინტერესებისა და ჩართულობის მაქსიმალური გათვალისწინებით.



















































No comments:

Post a Comment

კლუბის სახელწოდება :                                           " სახალისო ქიმია"  კლუბის ლოგო : კლუბის დ...