სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჭვინთის
საჯარო სკოლის
ქიმიის კლუბის
წ ე
ს დ ე
ბ ა
1.
ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის ბაზაზე იქმნება ქიმიის კლუბი რომელიც აქტივობებს განახორციელებს 2019/2020 სასწავლო წლის
განმავლობაში.
„ქიმიის” კლუბი არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო
ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
„ქიმი” - ის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და
სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
1.2. კლუბი დაფუძნებულია ერთი წლის ვადით.
1.3. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს დადგენილი წესით
რეგისტრირებული სხვა რეკვიზიტები.
1.4. კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, სსიპ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლო
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. ქიმიის საგნის პოპულარიზაცია და ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.2. ენობრივი ბარიერებისა და კომპლექსების მოხსნა;
2.3. მეტყველების, გამოთქმის, მოსმენის უნარ-ჩვევების განითარება;
2.4. ლექსიკური ფონდის გამდიდრება;
2.5. მოსწავლეებში თვითრეალიზაციის უნარის განვითარება;
2.6. მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება;
2.7. გუნდურობის პრინციპის გააზრება და უკეთ გაანალიზება;
2.8. მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და მათი
განვითარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც
ემსახურება კლუბისმიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2.10. კლუბის მიზანია წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის
გამოცდილების მიღება-გაზიარება.
3.
კლუბში გაწევრიანება
და წევრობის შეწყვეტა:
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლე, რომელიც იაზრებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით)
4. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა არის 10 მოსწავლე.
4.2. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა
უმრავლესობით: დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან
ვადაზე ადრე გადააყენოს თავჯდომარე.
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ ორშაბათ დღეს 15:00
სთ-ზე და საჭიროებიდან გამომდინარე, თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით.
5.3 კლუბის კურატორი ინტერნეტ სივრცეში ქმნის ბლოგს, სადაც განთავსდება
ინფორმაცია: კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტო -
მასალა კლუბის საქმიანობის შესახებ.
6.
ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობით კლუბის საერთო კრებაზე.
7.
კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები:
კლუბის საქმიანობა
წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი
კლუბმა დაკარგა აქტუალურობა.
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
No comments:
Post a Comment